ფეხბურთი

23:34 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ათეული მილიონის ზარალი მივიღეთ" - "ლიონი" ლიგა 1-ს სასამართლოში უჩივის

ფრანგული „ლიონი“ ლიგა 1-ს სასამართლოში უჩივლებს და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის ზარალმა ათეულობით მილიონი ევრო შეადგინა.

„ლიონმა“ შესთავაზა ლიგა 1-ს ალტერნატიული გეგმა, მაგრამ წინადადებაზე უარი განაცხადეს და ამიტომ, ვიტოვებთ უფლებას, რომ მიღებული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ, მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ათეულობით მილიონ ევროს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ისაა, რომ ლიგა 1-მ სეზონის შეწყვეტის მომენტში დაფიქსირებული შედეგები ძალაში დატოვა და „ლიონი“ ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ამით კი ჟან-მიშელ ოლას გუნდმა არამარტოული სპორტულად, არამედ ფინანსურადაც იზარალა.

აღსანიშნავია, რომ „ლიონი“ ევროთასებს მიღმა ბოლო 23 წელიწადში პირველად დარჩა.

თეგებილიონილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116528