სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:57 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას ინტერვიუ გულშემატკივრებთან: "მინდა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დონეცკის „შახტარის“ ქართველმა მცველმა უკრაინული კლუბის ინსტაგრამზე გულშემატკივრების კიითხვებს უპასუხა. შედეგად, საინტერესო დიალოგი შედგა.

საუკეთესო მცველები ისტორიაში, სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, მწვრთნელი, რომელთანაც მუშაობა უნდა, ხინკალი თუ ხაჭაპური, ჩემპიონთა ლიგა „შახტართან“ ერთად თუ მსოფლიო ჩემპიონობა საქართველოს ნაკრებში - ამ ყველაფერზე პასუხს ამ ინტერვიუდან მიიღებთ.

- დავით, უკვე 51 დღეა უკრაინაში კარანტინია. რას აკეთებ სახლში?

- მწვრთნელები ახალ სავარჯიშო გაკვეთილებს გვიგზავნიან და ვიდეოკომუნიკაციით ერთობლივად ვვარჯიშობთ. უფრო მეტ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ, ვკითხულობ წიგნებს და ვუყურებ ფილმებს. ცოტა ფორტეპიანოზე დაკვრაც ვისწავლე.

- როგორ მიმდინარეობს ვარჯიში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში?

- პროგრამაში ბევრი ფანჯარაა და ახლა უკეთ შევეჩვიეთ, ვიდრე კარანტინის დასაწყისში. თავიდან რთული იყო, მაგრამ ყველა შეეგუა, ვიყიდეთ სავარჯიშო ველოსიპედი და სარბენი ბილიკი.

- როგორი ვითარებაა საქართველოში?

- იქ კარანტინი გაცილებით მკაცრია, თუ უკრაინაში ქუჩაში სეირნობა ნიღბით დაშვებულია, საქართველოში 1 კვირა მანქანით სიარულიც აკრძალული იყო. ხალხი არაამარტო ნიღბებით, არამედ პლასტიკური ფარითაც დადის. 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს დილის 6 საათამდე, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს გარეთ ყოფნა.

- როგორ ფიქრობ, როდის დასრულდება კარანტინი უკრაინაში და რა ბედი ელის ფეხბურთს?

- ვფიქრობ, რომ კარანტინი დაახლოებით 10 დღეში შესუსტდება და 12 მაისიდან ხალხი დაიწყებს სამსახურებში წასვლას, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ყველა ბიზნესი ძალიან დიდ ზარალს განიცდის. ნიღბებით ალბათ დიდი ხანი მოგვიწევს სიარული, შეიძლება ერთი წელიც. ფეხბურთს რაც შეეხება, თუ სეზონი გაგრძელდება, აშკარაა, რომ უმაყურებლოდ თამაში მოგვიწევს.

- გულშემატკივრისგან ყველაზე უცნაური საჩუქარი რა მიგიღიათ?

- ჩემი სახელობის კოვზი მატჩის შემდეგ.

- ფეხბურთში რა წესს შეცვლიდით?

- რთული კითხვაა. არაფერს შევცვლიდი, უფრო ალბათ VAR-ს ამოვიღებდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი უმჯობესდება და ვფიქრობ, წესები იდეალურ დონეზეა.

- ვინ არის „შახტარში“ ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი?

- ბურთის გარეშე დოდო. ის ძალიან სწრაფია, მახსოვს ბაზაზე ტესტები ჩავატარეთ, 30 მეტრი გავირბინეთ. ჩვეულებრივ ყველას შედეგი 3.8, 3.9 წამი იყო, მაგრამ დოდომ უფრო სწრაფ დროში გაირბინა და მგონი მსოფლიო რეკორდზეც სწრაფია. მაგრამ ბურთთან ერთად უფრო სწრაფად მუშაობა ტაისონს შეუძლია. შეუძლებელია მისი დაჭერა თუ ბურთი აქვს.

- თამაშის დროს პიატოვისგან („შახტარის“ მეკარე - ავტ) რა სიტყვები გსმენიათ?

- მუდმივად გვკარნახობს: მარცხნივ, მარჯვნივ, წინ, უკან... თითქოს მთელი თამაში მხრებზე გვაზის. ეს მცველებს ძალიან გვეხმარება და მინიშნება გვჭირდება.

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც „შახტარმა“ კონტრაქტი შემოგთავაზათ?

- დიდი ხანი ვიცოდი, რომ „შახტარს“ კონტრაქტის გაფორმება სურდა. ოდესაში ვთამაშობდი და თამაშებზე მოდიოდნენ, მაკვირდებოდნენ. შესაბამისად, ეს ჩემთვის სიახლე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ შოკის გარეშე, რადგან ამისთვის ვემზადებოდი.

- „შახტარში“ გრძნობთ, რომ ლეგიონერი ხართ?

- არა. შვებულების შემდეგ ზოგჯერ ლეგიონერები ერთი დღით გვიან ჩამოდიან, მაგრამ მე ყოველთვის უკრაინელებთან ერთად ვბრუნდები. ექიმს დავურეკე და ვუთხარი: ლეგიონერი ვარ, კიდევ ერთი დღე მომეცი - პასუხია: არა!

- რას აირჩევთ: მსოფლიო ჩემპიონობა საქართველოს ნაკრებთან ერთად თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება „შახტარში“?

- საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასის მოგების მცირე შანსი აქვს, ვიდრე „შახტარს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების. თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, იყოს პირველი, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონობა. „შახტარს“ კი ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი გააჩნია.

- საქართველოს ნაკრებთან ერთად მთავარი ოცნება რა არის?

- უახლოესი მიზნებიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. საქართველოს არასდროს უთამაშია დიდ ტურნირებზე, მაგრამ ახლა ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ორი მატჩის მოგება გვჭირდება, თუმცა როდის გაიმართება არ ვიცით.

- ხაჭაპური თუ ხინკალი?

- ახლა ხაჭაპურს ავირჩევ, რადგან დიდი ხანია არ მიჭამია. ხინკლის ჭამა ყოველ ექვს თვეში შემიძლია, როდესაც თბილისში ჩავდივარ. უკრაინაში არ ვჭამ, რადგან გემო ძალიან განსხვავებულია.

- საყვარელი ადგილი თბილისში?

- კუს ტბა. ჩემს სახლთან ახლოსაა, დილით ფეხით გასეირნება შესაძლებელია, კარგი კაფე „სტამბა“, იქ ჩემი ბევრი მეგობარი და ნათესავი იკრიბება. მესამე ადგილი კი რა თქმა უნდა, სახლია.

- საქართველოში რომელ ადგლებში უნდა ვიმოგზაუროთ?

- ზაფხულში შესანიშნავია ბათუმი, ძალიან კარგი ზღვა, ქალაქი უამრავი ადამიანი, რესტორნები, თბილისში სტუმრობა ყველა სეზონზე შეიძლება.

- რომელ მწვრთნელთან გსურთ მომავალში მუშაობა?

- ალბათ იურგენ კლოპთან. მომწონს გუნდის შექმნის მეთოდი, მისი ხასიათი.

- ისტორიაში ხუთი საუკეთესო ცენტრალური მცველი?

- მალდინი, ნესტა, რამოსი, ჩივაძე და კანავარო.

- საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ამ ეტაპზე?

- ვიტყვი, რომ ყაზაიშვილი. ის ახლა აშშ-ში თამაშობს, მასთან ერთად 6 წლიდან ვთამაშობ, ვიცი მისი ნიჭი და შესაძლებლობები. ასევე ჩაკვეტაძე, რომელიც ბელგიაშია, 19 წლისაა, მაგრამ უკვე ბევრი გრანდი აკვირდება. ვფიქრობ, მალე ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

- 2013 წელს მხითარიანმა „დონბას არენაზე“ იმღერა. შენც გააკეთებდი იგივეს?

- დიახ, ვფიქრობ, რომ მეც შემიძლია ცეკვა და სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ხმა მაქვს. მთავარია იქ დავბრუნდეთ, ვითამაშოთ და ჩემპიონი გავხდეთ.

- რა არის თქვენი სამი დადებითი და უარყოფით საფეხბურთო თვისება?

- დადებითი: ბრძოლისუნარიანობა, თავით კარგად თამაში და ცენტრლაური მცველისთვის სისწრაფე. უარყოფით: შეტევით ფაზაში თამაში, გრძელი პასები და არასტაბილურობა.

- სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, რომელთანაც გითამაშიათ?

- პიატოვი, სრნა, კაშია, რაკიცკი, ისმაილი, სტეპანენკო, მარლოსი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ტაისონი, ტეიშეირა.

- სიმბოლური ნაკრები მოქმედი ფეხბურთელებისგან?

- ობლაკი, ალექსანდერ-არნოლდი, რამოსი, ვან დეიკი, მარსელო; მოდრიჩი, კროოსი, მესი, რონალდუ, სუარესი, აგუერო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109277
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X