თამაშგარე

12:59 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავტობიოგრაფიულ წიგნს რაფელ ნადალიც შეეჭიდა

ხანდახან სპორტი და ბიზნესი არა კარგი იდეიდან, არამედ ჰობიდანაც იწყება. მეორე ვარიანტი უფრო იაშვიათია, მაგრამ რაფაელ ნადალს გაუმართლა. ჯერ კიდევ კოლეჯში იგი ჩოგბურთზე ჭკუას კარგავდა. ამ ჰობს თავიდან მშობლები სერიოზულად არ უყურებდნენ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ნადალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა.

სწორედ ასე იწყება რაფაელ ნადალის ავტობიოგრაფიული წიგნი რიმელიც მზის სინათლეს წელს შემოდგომაზე იხილავს. ნადალი თავის წიგნში სხვა ამბებთან ერთად იმასაც იხსენებს, რომ 2012 წლის დევისის თასის მატჩის წინ ერთ-ერთ სპორტსმენს ნაძლევი დაუდო, რომ შეხვედრას თუ მოიგებდა მინიმუმ ათ წელიწადში წიგნსაც დაწერდა.

როგორც ჩანს დიდი ჩემპიონი სიტყვის კაციც გამოდგა და ამ საპანდემიო დღეებს ძალიან კარგადაც იყენებს. მით უმეტეს, რომ წესით და რიგით მის წიგნს მკითხველი არ მოაკლდება.

0.109931