ფეხბურთი

15:15 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია

„პარი სენ ჟენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია. LFP-მ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სეზონის ჩაშლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული პარიზულ გუნდს მიანიჭოს.

ტომას ტუხელის გუნდი სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე უახლოეს მდევარ „მარსელს“ 11 ქულით უსწრებდა. ეს არის პსჟ-ს ისტორიაში მეცხრე და ზედიზედ მესამე ჩემპიონობა საფრანგეთში.

ძალაში დარჩა მიმდინარე სატურნირო ცხრილი. შედეგად, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს გარდა „მარსელი“ და „რენი“ ითამაშებენ, ევროპა ლიგაზე, „ლილი“, „რეიმსი“ და „ნიცა“, ხოლო ლიგა 2-ში „ტულუზა“ და „ამიენი“ დაქვეითდებიან, ხოლო ლიგა 2-დან "ლანსი" და "ლორიანი" აღზევდნენ.

შეგახსენებთ, საფრანგეთში სპორტული აქტივობები სექტემბრამდე აიკრძალა, ამიტომაც ორი დღის წინ სეზონი დასრულებულად გამოცხადდა.

თეგებიპსჟლიგა 1
0.160729