თამაშგარე

12:48 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანა კურნიკოვა სექს-ინდუსტრიით დაინტერესდა

ცნობილი გახდა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა რუსმა მეჩოგნემ, ანა კურნიკოვამ შესაძლებელია ცნობილი გერმანული სექს-ინდუსტრიის აქციები შეიძინოს. გერმანელი ქალი ბეატა უზე ამ სექს-ბიზნესის იმპერიის დამაარსებელია. დღეს მისი შვილები მთელს ევროპასა და ამერიკაში სექს-შოპების უზარმაზარი ქსელის მფლობელები არიან.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამხედრო მფრინავის დიპლომის მქონე ქვრივმა შუძლებელი შეძლო. 1945 წელს იგი თავის შვილთან ერთად თვითმფრინავით საბჭოთა ჯარისკაცებს გაექცა და ერთ-ერთ სოფელში დასახლდა, სადაც დოგმებში მოქცეულ თავის თანამემამულეებს უმტკიცებდა, რომ სექსი დანაშაული არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ნახევარი საუკუნის წინ გერმანიაში სექსი ქორწინების გარეშე კანონით ისჯებოდა, ამიტომაც ბეატას, რომელიც ფოსტის მეშვეობით პრეზერვატივებითა და სექსის სახელმძღვანელოებით ვაჭრობდა, გაუმართლა, რომ მისი პირველი კლიენტები ოჯახური წყვილები აღმოჩნდნენ, რის გამოც მის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

მას შემდეგ უზეს იმპერია აყვავდა. გერმანელები მოდუნდნენ და სიამოვნებას მიეცნენ. ევროპაში ასობით სექს-შოპი გაიხსნა, რამაც უზეს დინასტიის კაპიტალის წლიური ბრუნვა წელიწადში ათ მილიონ ევრომდე გაზარდა.

ვნახოთ, რას შემატებს ამ ბიზნესს ანა კურნიკოვას იმიჯი...

0.112024