ფეხბურთი

1:56 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "ნაპოლიში" ჩემს ისტორიას დრო ვერ წაშლის!"

ზუსტად 30 წლის წინ „ნაპოლი“ ისტორიაში მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად გახდა იტალიის ჩემპიონი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დიეგო არმანდო მარადონამ სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა.

„როდესაც რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ვერავინ შეძლებს იმას, რასაც მე „ნაპოლისთან“ ერთად მივაღწიე, სწორედ ეს ვიგულისხმე - „სან პაოლო“ ბედნიერი ხალხით. ვთქვი და გავიმეორებ: „ნაპოლიში“ ჩემს ისტორიას დრო ვერ წაშლის“, - დაწერა მარადონამ.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა „ნაპოლის“ ღირსებას 1984-1991 წლებში იცავდა (259 თამაში, 115 გოლი) და ორჯერ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, თითოჯერ კი იტალიის სუპერთასი, იტალიის თასი და უეფას თასი მოიგო.

0.113604