ფეხბურთი

17:56 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მატჩები შესაძლოა ყატარში ჩაატაროს

„პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩები ყატარში ჩაატაროს. მას შემდეგ, რაც საფრანგეთში სპორტული აქტივობები სექტემბრამდე აიკრძალა, პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ითამაშებდა.

ალ-ხელაიფიმ ისიც აღნიშნა, რომ თუ საფრანგეთში თამაშის შესაძლებლობა არ ექნებათ, საზღვარგარეთ ითამაშებენ.

ფრანგული მედიის ცნობით კი, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საშინაო შეხვედრის მასპინძელ ადგილად ყატარს განიხილავენ. გარდა ამისა, არსებობს პორტუგალიის ვარიანტიც.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურება, ასევე უცნობია ევროსეზონის განახლების თარიღიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112674