ფეხბურთი

15:46 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალამ კორონავირუსს თავი ვერ დააღწია

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა კორონავირუსისგან ჯერჯერბით ვერ გამოჯანმრთელდა. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელმა ტესტები მეოთხედ ჩაიტარა და პასუხი უცვლელია - დადებითი.

დიბალა კორონავირუსით 21 მარტიდან მოყოლებულია დაინფიცირებული და უკვე თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ დაავადებას თავი ვერ დააღწია.

ასევე დაინფიცირებული რჩება მისი საცოლე ორიანა საბატინი. აქვე შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სხვა ფეხბურთელებმა, დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ კორონავირუსი დაამარცხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11