ფეხბურთი

19:07 | 28.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" არტურის "იუვენტუსში" გასხვისებაზე თანახმაა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტური „იუვენტუსთან“ ახლოსაა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბალუგრანა“ თანახმაა ბრაზილიელი იტალიურ გრანდში გაასხვისოს.

არტური კლუბისგან ხელფასის მომატებას ითხოვს, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომაც მისი ტრანსფერი დღის წესრიგში დადგა.

სანაცვლოდ „ბარსელონას“ მირალემ პიანიჩი, როდრიგო ბენტანკური ან ფედერიკო ბერნარდესკის გადაბირება უნდა და რომელიმე მოთამაშეში გაცვლას ისახავს მიზნად. თუ ეს არ გამოვა, მაშინ მზადაა თანხის სანაცვლოდ გაყიდოს ტურინში.

შეგახსენებთ, რომ არტური „ბარსელონას“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და 67 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.115447