ფეხბურთი

15:47 | 28.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მომიახლოვდა და თითები უკ****ში გამიკეთა" - ფილიპო ინძაგიმ სახალისო ისტორია გაიხსენა

კრისტიან ვიერისთან ინსტაგრამ ლაივის დროს ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ სახალისო ისტორია გაიხსენა, რომელიც თავს 1997-1998 წლების სეზონში გადახდა.

„ბარი“ – „იუვენტუსის“ თამაშზე ინძაგის მეტოქის მაროკოელმა მცველმა რაშიდ ნეკრუზმა მოულოდნელად თითები ერთ ადგილზე გაუკეთა... მაშინ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ მაროკოელი ფეხბურთელი მსგავსი უსაქციელობით საქვეყნოდ იყო ცნობილი.

22 წლის შემდეგ პიპო ამ ეპიზოდს სიცილით იხსენებს და თქვა ისიც, რომ მეორე თამაშში პაოლო მონტეროს დახმარებით შური იძია.

„ეს მომენტი ჩემი კარიერის ერთ-ერთი დამანგრეველი ეპიზოდია. თამაშამდე მითხრეს, რომ სხვებთან უკვე გაკეთებული ჰქონდა მსგავსი რამ, მაგრამ არ ველოდებოდი. თამაში იწყებოდა, მომიახლოვდა, ბურთს პირველად უნდა შევხებოდი და მან თითები იქ გამიკეთა. მივტრიალდი და ვუთხარი: „ხუმრობ? რას აკეთებ?! პირველი ტაიმის შემდეგ ლიპის ვთხოვე შევეცვალე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ნეკრუზს სახეში იდაყვს ჩავარტყამდი.

თუმცა საპასუხო მატჩში შური ვიძიე. მონტერო წავაქეზე, დავტვირთე და უცებ კუთხიდან მესმის უცნაური ხმები... ბუმ! ბუმ! ბუმ! ნეკრუზი მიწაზე ეგდო", - უთხრა ინძაგიმ ვიერის და სიცილს ვერცერთი იკავებდა.

0.113781