ფეხბურთი

23:21 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ 236 მილიონი ევრო გამოყო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 4.3 მილიონით დაეხმარება

უეფა კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციებს დაეხმარება.

როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა უკვე გამოყო სპეციალური ფონდიდან 236.5 მილიონი ევრო, რომელიც სხვადასხვა ფედერაციებზე საარსებო ხარჯებისთვის გადანაწილდება.

ეს დაფინანსება HatTrick-ის პროგრამის ნაწილია, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და მისი განაწილება 2024 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიამ უეფას გეგმები შეცვალა.

„ჩვენი სპორტი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა, რომელიც კორონავირუსითაა განპირობებული. როგორც ჩვენ წევრებთან შევთანხმდით, თითოეული ფედერაცია მიმდინარე სეზონის განმავლობაში 4.3 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც ისე განკარგავენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად დასახმარებლად. ვამაყობ იმ ერთიანობით, რომელიც საფეხბურთო სამყარომ ამ კრიზისის დროს აჩვენა. ეჭვგარეშეა, რომ ფეხბურთი ცხოვრების ცენტრში დაბრუნდება და როდესაც ამის დრო დადგება, მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი რეაგირებისთვის“, - თქვა ალექსანდრ ჩეფერინმა.

ამრიგად, როგორც ჩეფერინის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პანდემის გამო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ერთჯერადი დახმარების სახით 4.3 მილიონ ევროს მიიღებს.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115456