ფეხბურთი

22:44 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პასუხი მარადონას კრიტიკაზე: "ვინ იცის კოდესალმა აზრი რატომ შეიცვალა"

დიეგო მარადონას ყოფილმა აგენტმა სტეფანო ჩეჩიმ მექსიკელი მსაჯის ედგარდო კოდესალის სიტყვებს უპასუხა.

მოგეხსენებათ, ყოფილმა მსაჯმა გუშინ თქვა, რომ მარადონა ყველაზე ცუდი ადამიანია, ვისაც ცხოვრებაში შეხვედრია. პასუხმა კი არ დააყოვნა:

„დიეგო იცინოდა, როდესაც კოდესალის განცხადებები წაიკითხა არგენტინა - გერმანიის ფინალზე. კოდესალი მექსიკის ფეხბურთის ფედერაციიდან კორუფციის გამო გააძევეს. 1990 წლის მუნდიალის ფინალზე მსაჯად მხოლოდ იმიტომ დანიშნეს, რომ არიაგას სიძე იყო, ფიფას მსაჯების წევრის. მან ფინალის შემდეგ აღიარა, რომ ფიოლერზე სენსინის თამაშის წესები არ დაურღვევია და პენალტი შეცდომით დანიშნა. ვინ იცის რატომ შეიცვალა აზრი. სწორედ ის იყო ფიფას საარბიტრაჟო კომიტეტის წევრი 2002 წელს. სად? სამხრეთ კორეაში...“, - თქვა ჩეჩიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112205