ფეხბურთი

18:58 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა რამადანის გამო ვარჯიში პროგრამა შეცვალა

„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი რამადანის მარხვის დაწყების გამო დილის საათებში ვარჯიშობს, რაც მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა.

სალაჰმა გამოაქვეყნა სიუჟეტი, სადაც მითითებულია, რომ დილის 02:40 საათზე ვარჯიშობს.

ამის მიზეზი კი რამადანია, რადგან დღის მეორე ნახევარში მარხვა სავალდებულოა, რაც კრძალავს ჭამას და დალევას. სალაჰმა კი, ვარჯიშის შემდეგ საკვებისა და წყლის მიღება თავიდან რომ აეცილებინა, საწვრთნელი პროცესის განრიგი შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114667