კალათბურთი

17:31 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" შენგელიას ტრანსფერი უფრო რეალური გახდა

ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში მართლაც იმყოფება. ბოლო დროს ესპანური მედია ამის შესახებ რეგულარულად წერს.

გამოცემა Defensacentral-ი გვამცნობს, რომ „სამეფო კლუბი“ სერიოზულადაა დაინტერესებული. ტრანსფერის მთავარი მომთხოვნი კი „რეალის“ მთავარი მწვრთნელი პაბლო ლასოა, რომელსაც ქართველი კალათბურთელი ძალიან მოსწონს და ხელმძღვანელობას ზაფხულში მისი შეძენის მოთხოვნა წაუყენა, რაც ტრანსფერის ალბათობას, ცხადია ზრდის.

აღნიშნული წყარო იმასაც გვახსენებს, რომ შენგელიას გადაბირება „რეალს“ ჯერ კიდევ 2017 წელს სურდა, მაგრამ მაშინ გარიგება წარმატებით არ დასრულებულა.

ქართველ კალათბურთელს „რეალის“ გარდა იტალიური „ოლიმპია მილანოც“ იწვევს, „ბასკონიასთან“ კონტრაქტი ძალაში 2022 წლის ზაფხულამდეა. აქვე გეტყვით, რომ ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონში თორნიკე შენგელია საშუალოდ 30:24 წუთში 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.9 პასს, 1 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას აგროვებდა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18.5-ს უტოლდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113497