თამაშგარე

12:59 | 28.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პანდემიისას ინიესტას ღვინის გაყიდვები იმატებს

ლეგენდარული კატალონიელი მცველი ანდრეს ინიესტა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა სულ რაღაც ორიოდე წლის წინ დაასრულა, როგორც იცით ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული მეღვინეა და მისი მარნის მიერ წარმოებული ღვინო “ბოდეგა ინიესტა“ მთელს მსოფლიოში რიხინ-რიხინით იყიდება.

დღეს ჩვენს პლანეტაზე არსებული პანდემია ერთადერთი ვისაც დადებითი კუთხით შეეხო, ეს ალკოჰოლური სასმელების მწარმობლები არიან. სახლში გამოკეტილი ადამიანები სასმელს ძალუმად მოიხმარენ და ალკოჰოლის გაყვიდვის ბუმი რა გასაკვირია, რომ ანდრე ინიესტას ღვინის წარმოებაზეც ცხოველისმყოფლად აისახა.

ანდრეს ინიესტა ესპანურ ღვინის ჟურნალთან საუბარში ამბობს, რომ მისი მარნის ღვინოზე მოთხოვნა მთელი 30%-ით გაიზარდა და სწორედ ამიტომაც გადაწყვეტილი აქვს, რომ წელს ახალი ვენახები გააშენოს. ინიესტა ძირითადად ესპანური და იტალიური ვაზის ჯიშებისგან თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს კატალონიის მხარეში მდებარე მარანში აყენებს. ანდრესმა შარშან შემაგრებული ღვინის დაყენებაც სცადა და ორი წლის წინ იტალიაში, პიემონტის მხარეშიც შეიძინა ახალი ვენახები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135461