ფეხბურთი

23:06 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სერია A-ს გუნდები 4 მაისიდან ვარჯიშს დაიწყებენ

იტალიის სერია A-ს კლუბები 4 მაისიდან საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„4 მაისიდან პროფესიონალ სპორტსმენებს შეეძლებათ საწვრთნელ პროცესს დახურულ კარს მიღმა და სოციალური დისტანციის დაცვით დაუბრუნდნენ“, - განაცხადა კონტემ.

როგორც ხედავთ 4 მაისს დაბრუნება გარკვეულწილად მოხდება და ფეხბურთელები ვარჯიშს მხოლოდ ინდივიდუალურად შეძლებენ. პროგრამა ასეთია:

4 მაისი - სერია A-ს ფეხბურთელებს შეუძლიათ საკუთარი კლუბების ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშონ.

18 მაისი - სპორტულ ცენტრებში შესაძლებელი იქნება ჯგუფური საწვრთნელი პროცესის განახლება.

31 მაისი - სერია A-ს განახლების სავარაუდო თარიღი (არაოფიციალური).

თეგებისერია A
0.11839