ფეხბურთი

22:24 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

არიენ რობენი კარიერის განახლებაზე ფიქრობს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი არიენ რობენი ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს. ნიდერლანდელი შემტევის განცხადებით, ხანდახან ეს ფიქრები იპყრობს და კარიერის განახლებაზე უარს არ იტყოდა.

„თავიდან ფეხბურთი საერთოდ არ მენატრებოდა, მაგრამ შემდეგ იყო ეტაპი, როდედაც ეს ვიგრძენი და რამდენჯერმე დავფიქრდი, რომ სიამოვებით დავბრუნდებოდი და ცოტა ხანი ისევ ვითამაშებდი. დროდადრო ეს ფიქრები მაქვს. ამ ეტაპზე მომავალთან დაკავშირებით გონებაში კონკრეტული არაფერი მაქვს“, - თქვა რობენმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდელმა აქტიური საფეხბურთო კარიერა 2019 წლის მაისში დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ წინადადებები არ აკლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106913