ფეხბურთი

20:48 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოსვალდო: "მსოფლიო ჩემპიონატზე როდესაც არ გამომიძახეს, სიკვდილი მინდოდა"

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა პაბლო დანიელ ოსვალდომ გაიხსენა, რომ 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე არწაყვანის გამო სიკვდილი უნდოდა. ოსვალდოს იტალიის მოქალაქეობა ჰქონდა და იმ დროს „სკუადრა აძურას“ რიგებში თამაშობდა. თუმცა, ჩეზარე პრანდელიმ 23-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

„საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-7 გოლი გავიტანე (რეალურად 4 გოლი გაიტანა - რედ), 10-ნომრიანი მაისური მეცვა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წამიყვანა, რადგან გაზეთებში წერდნენ, რომ არგენტინელივ იყავი და სხვა უნდა გამოეძახებინათ.

როდესაც პრანდელიმ არ გამომიძახა, ვტიროდი და სიკვდილი მინდოდა, რადგან ბრაზილიაში წასვლას ვიმსახურებდი. პირლომ ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ სასტუმროდან ფოტოები გამომიგზავნა, წარმოიდგინეთ როგორ ვიყავი. გაზეთებში ჟურნალისტების დაწერილის გამო არ გამომიძახა, არც კი დაურეკავს, ძალიან ცუდად ვიყავი“, - თქვა ოსვალდომ.

არგენტინელმა იტალიის ნაკრებში 2011-2014 წლებში 14 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ყველა 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121913