ფეხბურთი

19:32 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერნან კრესპო: "ვუყურებდი და ვფიქრობდი, 40 წლის ასეთია და 20 წლის ასაკში რა ძლიერი იქნებოდა?!"

ვეტერანმა ერნან კრესპომ მცველების შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა განაცხადა, რომ მარკო მატერაცი ძალიან უხეში იყო, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი პიეტრო ვიერხოვოდმა მოახდინა.

„მარკო მატერაცი არ იყო ცუდი მცველი, მაგრამ უცოდინარი. იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც სტილით მომწონდა, თუმცა ის არა. ორი მეტრის სიმაღლის იყო და ნებისმიერი მოძრაობის დროს იდაყვს გირტყამდა. ასევე მახსოვს პიეტრო ვიერხოვოდი, „პიაჩენცა“ – „პარმას“ მატჩიდან, მთელი თამაში ბურთი არ მიმაღებინა: ის 40 წლის იყო, მე 23-24 წლის. ვფიქრობდი: თუ ახლა 40 წლისაა და ასე თამაშობს, 20 წლის წარმომიდგენია როგორი იქნებოდა, შთამბეჭდავი იყო“, - აღნიშნა არგენტინელმა.

სტაჟიან გულშემატკივრებს ვიერხოვოდი კარგად უნდა ახსოვდეთ, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრებში და 1996 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „იუვენტუსში“, კარიერა 2000 წელს, 41 წლის ასაკში დაასრულა.

ამ ისტორიის გახსენების შემდეგ კი კრესპომ ბრაზილიელი რონალდოს შესახებ ისაუბრა:

„სხვა კატეგორია იყო. მახსოვს ბრაზილია - არგენტინის მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. რონის ღიპი ჰქონდა, მაისური არ ერგებოდა. როგორ დასრულდა თამაში? 3:1 მოგვიგეს და მან ჰეთ-თრიქი შეასრულა“, - დასძინა კრესპომ.

0.115537