ფეხბურთი

17:07 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: "მძიმე ტრავმის შემდეგ მეუბნებოდნენ, რომ სიარულსაც ვერ შევძლებდი"

ბრაზილიელმა რონალდომ ფეხბურთში უდიდესი კვალი დატოვა, მაგრამ საფუძვლიანი მოსაზრება არსებობს, რომლის თანახმად ის ტრავმებმა შეაფარხა.

რომ არა, მძიმე დაზიანებები, თითქმის ყველა თანხმდება, რონალდოს უფრო დიდ სიმაღლეზე ასვლა შეეძლო. ბრაზილიელი იხსენებს, რომ უმძიმესი ტრავმის შემდეგ მის სიარულშიც კი ეჭვი ეპარებოდათ.

„ფეხბურთმა ბევრი რამ მასწავლა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეძლო ბარიერების გადალახვა. როდესაც მე მივიღე პირველი და ყველაზე სერიოზული ტრავმა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ვეღარასდროს ვითამაშებდი და ვეღარც სიარულს შევძლებდი. ვიბრძოდი, ყველას დავანახე, რომ შემეძლო იმის გაკეთება, რაც ყველაზე მეტად მსურდა. თითქმის სამი წელი ურთულეს რეაბილიტაციას გავდიოდი, მოტივირებული ვიყავი, რომ ისევ მქონოდა გრძნობა, რასაც ფეხებთან ბურთით განვიცდიდი.

საბოლოოდ ჩემი კარიერის ყველაზე ემბლემური მომენტი მოვიდა: 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში, ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ფინალში გერმანიასთან ორი გოლი გავიტანე, ეს იყო ჩემი დაბრუნების ნათლობა“, - განაცხადა რონალდომ.

თეგებირონალდო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114381