ფეხბურთი

17:41 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალკოჰოლი და სიგარეტი: მოურინიოს "პორტუს" გამქრალი ამომავალი ვარსკვლავის ისტორია

რიკარდო კარვალიო, მანიშე, დეკუ და სხვები... ჟოზე მოურინიოს „პორტუს“ იდენთიფიცირება ადვილია, რომელმაც 2004 წელს ჩემპიონთა ლიგა სენსაციურად მოიგო. ნაკლებად ადვილი დასამახსოვრებელია „მონაკოსთან“ ფინალში პირველი გოლის ავტორი - ბრაზილიელი კარლოს ალბერტო, რომელიც მაშინ მხოლოდ 19 წლის იყო.

მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ, ბრაზილიის ნაკრებში სწორედ იმ დროს 5 თამაშიც ჩაატარა, მაგრამ მისი კარიერა არასდროს გაბრწყინებულა, არც „პორტუში“ და არც მოგვიანებით ბრემენის „ვერდერში“. ამიტომაც, თითქმის მთელი პერიოდი სამშობლოში უამრავ გუნდში შეუმჩნეველი გარჯით გაატარა. რა გახდა კარლოს ალბერტოს წარუმატებლობის მიზეზი, ბრაზილიელი Globo Esporte-ესთან ინტერვიუში იხსენებს:

„ვსვამდი, ვეწეოდი, სხვა რამეებსაც ვაკეთებდი, შემდეგ მოედანზე გავდიოდი და დავრბოდი. დღეს ფეხბურთელები არაფერს აკეთებენ, მათ სისხლიც კი აღარ აქვთ. ერთხელ მკითხეს: თამაშის პერიოდში ეწეოდით? ხშირად. ეს პორტუგალიაში დავიწყე, მაგრამ დღეს ნაკლებად ვეწევი. ეს კარგი არაა მათთვის, ვისაც კარიერის აწყობა უნდა, რომელიც დამოკიდებულია მათ სხეულზე. წვეულებებზეც დავდიოდი, იქ არავის მიყვანა არ მჭირდებოდა, მეორე დღეს პროფესიონალი ვხდებოდი.

ჩემს კარიერაში ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები: მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის? ფეხბურთისთვის 20 წლის ფეხბურთელი მაინც ბავშვია, შეცდომები დავუშვი, მაგრამ არა გამოუსწორებელი.

„ვასკო და გამაში“ დოპინგის გამო ერთი წელი დავკარგე, ვფიქრობდი კარიერის დასრულებაზე, ჩემს მიმართ ძალიან დიდი უსამართლობა იქნა ჩადენილი“, - ამბობს კარლოს ალბერტო.

0.121339