ფეხბურთი

16:42 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სისინიო: "რობინიოს ხუმრობის გამო პერესმა ზიდანს ახალი კონტრაქტი გასახდელში შესთავაზა"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სისინიომ 2006 წელი გაიხსენა, როდესაც ზინედინ ზიდანი კარიერას ასრულებდა. ბრაზილიელის განცხადებით, „სამეფო კლუბში“ ბოლო მატჩის შემდეგ ფლორენტინო პერესმა ფრანგს ახალი კონტრაქტი გასახდელში შესთავაზა.

თუმცა, ყველაფერი რობინიოს ხუმრობით დაიწყო, რომელმაც პრეზიდენტი მოატყუა:

„რეალში“ ზიდანის ბოლო თამაში და ძალიან განიცდიდა. აგრეთვე ჩვენც, რადგან ლეგენდა ფეხბურთიდან მიდიოდა. გასახდელში ფლორენტინო პერესი შემოვიდა, ფეხბურთელებს სათითაოდ მიესალმა და შემდეგ რაც მოხდა, დაუვიწყარი იყო. რობინიომ პერესს ხუმრობით უთხრა: „პრეზიდენტო, ზიზუმ თქვა, რომ თუ ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებთ სეზონში 6.5მილიონი ევროს ანაზღაირებით, კარიერას არ დაასრულებს“. ამ დროს, პერესმა ზიდანს სერიოზულად უთხრა, თუ გინდა ახლა შემოვიტან ხელშეკრულებას და აქვე მოვაწეროთ ხელი.

ზიზუ ერთი წამით დაფიქრდა, შემდეგ პრეზიდენტს შეხედა და თქვა: „არა, არა... აღარ მინდა თამაში“, - გაიხსენა სისინიომ.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა აქტიური საფეხბურთო კარიერა 2006 წელს, 34 წლის ასაკში დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109635