ფეხბურთი

14:23 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპიაკოსს" ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება

პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ შესაძლოა საბერძნეთის ქვედა ლიგაში დააქვეითონ. როგორც ადგილობრივი გამოცემები იტყობინებიან, 2015 წლის თებერვალს, „ათრომიტოსთან“ (2:1)შეხვედრა გარიგებული იყო.

ეთიკის კომისიის ოფიციალური მოთხოვნა, რომ ორივე კლუბი მკაცრი სანქციით დაისაჯოს. ეჭვმიტანილია 28 ადამიანი და მათ შორის პირეოსელთა პრეზიდენტი ევანგელოს მარინაკისი.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სანქცია ძალიან სერიოზულია: ქვედა ლიგაში დაქვეითება, 3 მილიონი ევროს ჯარიმა და სიცოცხლის ბოლომდე სპორტის სამყაროში მოღვაწეობის აკრძალვა.

0.11949