ფეხბურთი

15:42 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იგუაინთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინთან კონტრაქტის გაწყვეტას არ გამორიცხავს. კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

„პიპიტა“ არგენტინაში იმყოფება და იტალიაში დაბრუნებაზე უარს ამბობს. სწორედ ამიტომ, ტურინელები მისთვის კონტრაქტის გაწყვეტის იდეას განიხილავენ.

არსებობს ორი ვარიანტი: იგუაინი დაემორჩილება კლუბს, იტალიაში დაბრუნდება და სეზონის დასრულების შემდეგ გაასხვისებენ, ან დარჩება არგენტინაში და კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყდება.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელს ტურინელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. იგუაინი „იუვეში“ 2016-2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ ერთი სეზონით გაანათხოვრეს, მაგრამ გასულ წელს შავ-თეთრებს დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103057