ფეხბურთი

10:41 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: "სეზონი თუ არ განახლდება, კლუბები უმძიმეს ვითარებაში ჩავარდებიან"

„მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ ინსტაგრამში თავის მეგობარ კრისტიან ვიერისთან ისაუბრა. იტალიელი შემქნილ ვითარებას შეეხო და განაცხადა, რომ სეზონის დაუსრულებლობის შემთხვევაში კლუბების მდგომარეობდა დამძიმდება.

„სეზონი თუ არ დასრულდება, ბევრი კლუბი არეულობაში მოჰყვება. ახლა აშკარაა, რომ პრიორიტეტი ჯანმრთელობაა, მაგრამ თუ არსებობს პირობები, მაშინ უნდა ვცადოთ სეზონის განახლება. უეფას იდეაა, რომ ჩემპიონატები აგვისტოს დასაწყისში დაასრულოს, თუ ასე არ მოხდება ეკონომიკური ზიანი უზარმაზარი იქნება“, - განაცხადა მალდინიმ.

აქვე გეტყვით, რომ უეფამ მოითხოვა სეზონი 3 აგვიტოსთვის დასრულდეს. თუმცა, როდის და რა ფორმატით განახლდება ჩემპიონატები, ამ ეტაპზე უცნობია.

0.146756