ფეხბურთი

1:55 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეზონი თუ არ განახლდება, არსებული სატურნირო ცხრილები ძალაში დარჩება

უეფამ ევროპული კლუბების ასოციაციებთან ვიდეო კონფერენცია გამართა და სეზონის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრა.

კლუბებსა და ლიგებს კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაცია, რომ სეზონი უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ევროთასების განახლება.

სასურველია, რომ ჩემპიონატი 3 აგვისტოს ჩათვლით დასრულდეს, რომ ევროტუნირებისთვის უეფას აგვისტოს დარჩენილი ფანჯარა ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში თუ სეზონის დასრულება შეუძლებელი იქნება, მაშინ სეზონის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ცხრილები ძალაში დარჩება და მომდევნო სეზონისთვის ევროთასების საგზური შესაბამისად გადანაწილდება.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124964