ფეხბურთი

23:58 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიას" ყველა დაინფიცირებულმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა

გენუის „სამპდორიას“ ყველა ფეხბურთელი კორონავირუსისგან განიკურნა. როგორც ლიგურიელთა ვებგვერდი იტყობინება, ტესტებმა ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხები აჩვენა.

„სამპდორია“ გაცნობებთ, რომ კანონით გათვალისწინებული ტესტირების შემდეგ ყველა წევრის პასუხი, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ დაინფიცირებულნი, უარყოფითია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შედეგად, COVD-19 მანოლო გაბიადინიმ, ალბინ ეკდალმა, ანტონიო ლა გუმინამ, მორტენ ტორსბიმ და ექიმმა ამადეო ბალდარიმ დაამარცხეს.

0.11673