ფეხბურთი

20:12 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიდან ბუფონამდე: ბოლო 25 წლის საუკეთესო 25 ფეხბურთელი

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა FourFourTwo-მ ბოლო 25 წლის 25 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ბუნებრივია, თავისი რედაქციის მოსაზრებით.

შედეგად, ბრიტანელებს თუ დავერწმუნებით, უკანასკნელი 25 წლის საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესია, რომელსაც კვალში კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი უდგანან.

25 ფეხბურთელში ყველაზე მეტად ესპანელები (5), ბრაზილიელები (5) და იტალიელები (4) სჭარბობენ. ნუსხაში ერთადერთი მეკარეა, ისიც ბოლო პოზოციაზეა.

FourFourTwo-ს ვერსიით ბოლო 25 წლის საუკეთესო 25 ფეხბურთელთა ჩამონათვალი ასეთია:

25. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

24. სერხიო რამოსი (ესპანეთი)

23. რომარიო (ბრაზილია)

22. პოლ სქოულზი (ინგლისი)

21. რაული (ესპანეთი)

20. სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი)

19. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

18. ერიკ კანტონა (საფრანგეთი)

17. გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა)

16. ლუიშ ფიგუ (პორტუგალია)

15. უეინ რუნი (ინგლისი)

14. კაკა (ბრაზილია)

13. რაიან გიგზი (უელსი)

12. ფაბიო კანავარო (იტალია)

11. რივალდო (ბრაზილია)

10. რობერტო ბაჯო (იტალია)

9. პაოლო მალდინი (იტალია)

8. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

7. ჩავი (ესპანეთი)

6. ტიერი ანრი (საფრანგეთი)

5. რონალდინიო (ბრაზილია)

4. რონალდო (ბრაზილია)

3. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

2. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

1. ლიონელ მესი (არგენტინა)

0.11249