ფეხბურთი

22:04 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა 9 მაისს არ განახლდება

გერმანიის ბუნდესლიგა 9 მაისს არ დაიწყება. ადგილობრივი მედიის ცნობით, თაღირი, რომელიც ბოლო პერიოდში აქტუალური იყო, არ შეესაბამება მოცემულ ვითარებას.

უფრო მოსალოდნელია, რომ სეზონი 16 ან 23 მაისს განახლდეს. ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კრისტიან სეიფერტი ადასტურებს.

„რეალური არაა იდეაა, რომ ჩვენ თამაშს მაისის პირველ კვირაში დავუნრუნდებით. ჯერჯერობით გადაწტვეტილება მიღებული არაა“, - განაცხადა მან.

30 აპრილს გერმანიის მთავრობა ფედერაციას შეხვდება, სადაც განიხილავენ სეზონის განახლების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება და თუ ქომაგები სტადიონის მიღმა მაინც შეკრიბებიან (რაც მოხდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე), თამაში შეწყდება.

თეგებიბუნდესლიგა
0.114195