ფეხბურთი

1:15 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკეს სამაგალითო ჟესტი: ესპანელმა ხელფასიდან 1.5 მილიონ ევროზე უარი თქვა

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეს ხელფასს საკუთარი ინიციატივთ შეიმცირებს. As-ის ინფორმაციით, გამოცდილმა სპეციალისტმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ხელფასის დაკლების მიზნით ოფიციალურად მიმართა.

ლუის ენრიკე მზადაა გასამრჯელო 25%-ით შეიმციროს, მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციისგან არანაირი თხოვნა ამის შესახებ არ ყოფილა. ესპანელს სურს, რომ ფედერაციას ეკონომიკური ზარალი შეუმციროს უფეხბურთობის პერიოდში, მითუფრო, რომ ევრო 2020 ერთი წლით გადაიდო და ყველა ფედერაციას ფინანსური პრობლემები აწუხებს.

მთლიანობაში ლუის ენრიკემ 1.5 მილიონ ევროზე თქვა უარი და ძველ ანაზღაურებას მხოლოდ მას შემდეგ გამოიმუშავებს, რაც კორონავირუსი პანდემია ჩაივლის და ფეხბურთი მწვანე მინდორზე დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1012