ფეხბურთი

22:34 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "საუკეთესო "ლივერპული" ჯერ არ გვინახავს"

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მის გუნდს განვითარება კიდევ შეუძლია და საუკეთესო „ლივერპული“ ჯერ არ გვინახავს.

გარდა ამისა, გერმანელმა სეზონის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„სეზონის განახლება? გერმანიაში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ფიქრობენ, რომ მაისის შუა რიცხვებში დაიწყებენ. ვნახოთ, როგორ წავა ყველაფერი. ჩვენ ვიცით რაც გვინდა, ეს არის ის, რომ ყველა უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იყოს. როდესაც შესაძლებელი იქნება ვარჯიშის განახლება, ამას გავაკეთებთ.

ინგლისში როდის განახლება სეზონი არ ვიცი, უნდა დაველოდოთ მთავრობსი განკარგულებას, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი დაგვეხმარება განწყობის ამაღლებასა და ყურადღების გადატანაში.

ჩვენი წარმატება სხვებზეცაა დამოკიდებული, რადგან ყველას შეუძლია გაუმჯობესება და განვითარება. „ლივერპული“ არ არის მზა პროდუქტი, ჩვენ სუფთა სისხლი გვაქვს, ეს არის შესანიშნავი გუნდი, რომელსაც კიდევ შეუძლია მომატება“, - აღნიშნა კლოპმა.

0.111578