ფეხბურთი

21:38 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ 2021 წლის ბოლომდე ტურნირების შეჩერების ინფორმაცია უარყო

უეფა ბრაზილიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2021 წლის ბოლომდე საფეხბურთო ტურნირების შეჩერების რეკომენდაცია მისცა.

უეფას სპიკერის განცხადებით, ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება და ევროპული ფეხბურთის ორგანო აქტიურად მუშაობს სეზონის განახლების გეგმაზე.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ უეფა ევროპული კლუბების ასოციაციასთან ვიდეო კონფერენციას გამართავს და ევროთასების შესახებ იმსჯელებს.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123714