ფეხბურთი

21:29 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა შესაძლოა 9 მაისს განახლდეს

გერმანიის ბუნდესლიგა შესაძლოა 9 მაისს განახლდეს. გერმანული მედიის ცნობით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეწყვეტილი სეზონი ხსენებულ თარიღს განახლდეს და ინფორმაციის გაოფიცილურებაცაა მოსალოდნელი.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კრისტიან სეიფერტი ოპტიმისტურადაა განწყობილი:

„გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვთ, დადებითი სიგნალები უკვე გამოგვიგზავნეს“, - თქვა სეიფერტმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანულ გუნდებს უკვე კვირაზე მეტია საწვრთნელი პროცესი დაწყებული აქვთ. აქვე გეტყვით, რომ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფრიც კელერმა სეზონის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ სეზონი ჩაიშლება, ბუნდესლიგის კლუბების ნაწილი გაკოტრდება.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112663