ფეხბურთი

20:08 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონას" სტადიონის სახელწოდება "კამპ ნოუ" აღარ იქნება

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდარულ საშინაო არენას, 2020-2021 წლების სეზონში „კამპ ნოუ“ აღარ ერქმევა. ინფორმაცია ესპანური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ბარსას“ სტადიონის სახელის უფლებები ერთი სეზონით გაიყიდება და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს.

„გამგეობამ დაამტკიცა, რომ სტადიონის სახელის უფლებები 2020-2021 წლების სეზონში გაიყიდება და შემოსული თანხა მოხმარდება კვლევის პროექტების განვითარებას კატალონიასა და დანარჩენ მსოფლიოში, რომელიც მონაწილეობს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

0.134824