ფეხბურთი

18:55 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრესპო: "ინტერიდან" "ჩელსიში" ისე გამყიდეს, არაფერი ვიცოდი"

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ განაცხადა, რომ „ინტერმა“ 2003 წლის ზაფხულში „ჩელსიში“ გაყიდა, მაგრამ თავად არაფერი იცოდა.

„მათ „ჩელსიში“ ისე გამყიდეს, რომ არაფერი ვიცოდი. 10 დღით ადრე მილანში სახლი ვიყიდე, ოთხწლიანი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული და ბედნიერი ვიყავი. წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით, სერია A-ში „იუვენტუსის“ შემდეგ მეორე ადგილზე გავედით და ამ დროს მითხრეს, „ჩელსიში“ გაგყიდეთ“, - თქვა კრესპომ.

შეგახსენებთ, რომ კრესპო „ინტერში“ 2002 წელს „ლაციოდან“ გადავიდა და ერთი წლის შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ მიაშურა. თუმცა, „ნერაძურის“ მოგვიანებით დაუბრუნდა და შავ-ლურჯი მაისური 2006-2009 წლებში ისევ ემოსა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115925