ფეხბურთი

14:58 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე "მილანის" "დანარჩენი სამყაროს" სიმბოლურ ნაკრებში

კახა კალაძე „მილანის“ „დანარჩენი სამყაროს“ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. acmilan.theoffside.com-მა 11 ფეხბურთელი იმ ქვეყნებიდან შეარჩია, რომლებიც საფეხბურთო ელიტას არ წარმოადგენენ.

„კალაძე „მილანის“ ფეხბურთელებისთვის მისაბაძი უნდა იყოს. მისი მენტალიტეტი და გამძლეობა უნდა შეისწავლონ ფეხბუთელებმა, რადგან მებრძოლი იყო, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. საიმედო და მკაცრი მცველი. მისი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო 2005-2006 წლების სეზონში მილანურ დერბიში გატანილი გამარჯვების გოლი“, - წერს ვებგვერდი.

„როსონერის“ „დანარჩენი სამყაროს“ სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: ჟელიკო კალაჩი (ავსტრალია)

მცველები: კოზმინ კონტრა (რუმინეთი), კახა კალაძე (საქართველო), სტეინარ ნილსენი (ნორვეგია)

ნახევარმცველები: უმით დავალა (თურქეთი), რადე კრუნიჩი (ბოსნია), ალექსანდერ მერკელი (ყაზახეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო)

თავდამსხმელები: კეისუკე ჰონდა (იაპონია), ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი), ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე „მილანის“ ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა და შავ-წითელი მაისური ყველა ტურნირის ჩათვლით 284-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119506