ფეხბურთი

11:33 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" დევისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ნიჭიერ კანადელ მცველ ალფონს დევისს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, დევისი „ალიანც არენაზე“ 2025 წლამდე დარჩება.

19 წლის კანადელი „ბაიერნს“ შესანიშნავად მოერგო და 2019-2020 წლების სეზონში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია - 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ალფონს დევისი 2018 წელს „ვანკუვერიდან“ შეიძინა.

0.110361