ფეხბურთი

18:40 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კალაძე პენალტებში პირლოსთან ერთად საუკეთესო იყო" - სერჟინიო 2003 წლის ფინალს იხსენებს

იტალიური „მილანის“ ვებგვერდთან პირდაპირ ეთერში ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, დიდამ და სერჟინიომ ისაუბრეს. სამხრეთ ამერიკელებმა 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენეს, როდესაც მთავარი გმირი დიდა იყო, ხოლო „როსონერის“ რიგებში სერიაში პირველი თერთმეტმეტრიანი სერჟინიომ გაიტანა.

სწორედ სერჟინიო იხსენებს, რომ მატჩამდე ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე პენალტებში საუკეთესო ანდრეა პირლოსთან ერთად კახა კალაძე იყო.

„რა თქმა უნდა, ფინალში დაძაბულობა ძალიან დიდია. მთელი კვირის განმავლობაში პენალტების შესრულებაზე ვვარჯიშობდით, პირლო და კალაძე საუკეთესოდ ასრულებდნენ. უცნაური იყო, როდესაც ანჩელოტიმ პირლო შეცვალა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მე გატანას მოვახერხებდი და არ ვნერვიულობდი. პენლატების შემსრულებელი ყოველთვის ვიყავი, ჩემი საყვარელი კუთხე მეკარისგან მარჯვენა მხარე იყო, რადგან თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. იმ დღეს კი კიდევ უფრო ადვილი გახდა პენალტის შესრულება ჩემთვის, როდესაც დიდამ პირველი პენალტი მოიგერია“, - გაიხსენა სერჟინიომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „იუვენტუსი“ თერთმეტმეტრიანების სერიაში 3:2 დაამარცხა, კალაძემ პენალტი შეასრულა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონმა აჯობა. დიდამ სამი პენალტი აიღო და ფინალის გმირი გახდა (დავიდ ტრეზეგეს, მარსელო ზალაიეტას და პაოლო მონტეროს აჯობა), ხოლო ტურინელთა კიპერის, ბუფონის გარჯა (კლარენს ზეედორფს და კახა კალაძეს აუღო), დაუფასებელი დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112439