ფეხბურთი

17:55 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტრეზეგე: "მათ წინააღმდეგ თამაში ყველაზე დიდი საშინელება იყო"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა დავიდ ტრეზეგემ განაცხადა, რომ სინიშა მიხაილოვიჩისა და ფერნანდო კოუტუს წყვილთან თამაში ყველაზე დიდი საშინელება იყო.

გარდა ამისა, „ტრეზეგოლი“ ალესანდრო დელ პიეროსა და ზინედინ ზიდანის პროფესიონალიზმით მოხიბლული ყოფილა.

„სერია A-ში ძალიან ბევრი მაღალი დონის ცენტრალური დაცვის წყვილის წინააღმდეგ მითამაშია. ცხადია, მალდინი და კოსტაკურტა ძალიან აგრესიული მცველები იყვნენ, მაგრამ ყველაზე საშინელი ფერნანდო კოუტუსა და სინიშა მიხაილოვიჩის წინააღმდეგ თამაში იყო, რომლებიც „ლაციოს“ ღირსებას იცავდნენ. მცელების საიდუმლოებების შესახებ ბევრი ვისწავლე იულიანოსგან, ფერარასგან და მონტეროსგან, მათი რჩევები ძალიან დამეხმარა.

„იუვენტუსში“ გამარჯვების და გმირობის მუდმივი სურვილი შევიძიე. ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც დელ პიერო და ზიდანი იყვნენ, ვარჯიშის დასრულების შემდეგაც ბაზაზე რჩებოდნენ და ვარჯიშს აგრძელებდნენ, რომ განვითარებულიყვნენ“, - განაცხადა ტრეზეგემ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდი „იუვენტუსში“ 2000-2010 წლებში თამაშობდა და 171 გოლით ტურინელთა ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12727