ფეხბურთი

20:10 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუმ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს სოციალურ ქსელში ჰკითხეს, ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომლის გვერდითაც უთამაშია.

ბელგიელს ბევრი არ უფიქრია და არჩევანი ადვილად გააკეთა - ედენ აზარი.

გარდა ამისა, რომელუმ პრემიერლიგა და სერია A შეადარა:

„აქ ტაქტიკური თვალსაზრისით უკეთესია, ყოველ კვირას ტესტებია, მაგრამ პრემიერლიგაში სიჩქარე უფრო მაღალია“, - აღნიშნა ლუკაკუმ.

0.147068