ფეხბურთი

16:30 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეზონი თუ არ განახლდება, ბუნდესლიგის კლუბების ნაწილი არსებობას შეწყვეტს

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფრიც კელერი ამბობს, რომ ბუნდესლიგის კლუბებს გაკოტრება ემუქრებათ. კელერის განცხადებით, სეზონი თუ არ განახლდა, კლუბების ნაწილი არსებობას შეწყვეტს.

„თუ სეზონი არ განახლდება, თუნდაც უმაყურებლოდ, ზოგიერთი გუნდის გულშემატკივრები ვეღარასდროს შეძლებენ საყვარელი გუნდის თამაშზე წასვლას, რადგან უბრალოდ აღარ იარსებებენ“, - აღნიშნა Kicker-თან საუბარში კელერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის კლუბებმა საწვრთნელი პროცესი შეზღუდვებით დაიწყეს, მაგრამ როდის განახლდება შეწყვეტილი სეზონი, ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113064