თამაშგარე

0:59 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ასპრილია კოლუმბიელებს პრეზერვატივებს საჩუქრად დაურიგებს

ახლო წარსულში ცნობილი კოლუმბიელი ფეხბურთელი ფაუსტინო ასპრილია თანამემამულეებს პრეზერვატივებს სახლებში დრონით მიუტანს, უსასყიდლოდ, უფასოდ.

ამის შესახებ ვეტერანმა ასპრილიამ თავად განაცხადა. როგორც იცით, კოლუმბიელი პრეზერვატივების ბიზნესშია და საკუთარი ქსელი დაარსა სახელწოდებით - „ტინო“.

ასპრილია ფიქრობს, ამ ნაბიჯით კარანტინში მყოფ კოლუმბიელებს დაეხმარება. ფაუსტინოს აქცია მხოლოდ ორ ქალაქზე, ბოგოტაზე და მედელინზე გავრცელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124422