ფეხბურთი

23:43 | 19.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ კარანტინი ისევ დაარღვია

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ქვეყანაში დაწესებულ მკაცრ კარანტინს როგორც ჩანს დიდ ყურადღებას არ აქცევს.

პორტუგალიელმა ნათესავის დაბადების დღე საოჯახო რესტორანში აღნიშნა და საინტერესო ისაა, რომ წვეულებას დაახლოებით 20 ადამიანი ესწრებოდა.

ყოველივე ამან კი პორტუგალიელთა უკმაყოფილება გამოიწვია და რონალდუ გააკრიტიკეს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ ქუჩაში მოსეირნე დააფიქსირეს და მაშინაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ამასთან, პორტუგალიური გამოცემების ცნობით, პორტუგალიაში ინფექციის გავრცელების ეპიცენტრი რონალდუს სახლიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში ფიქსირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112839