ფეხბურთი

20:10 | 19.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მომენტი, როდესაც ვარდიმ "არსენალში" გადასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მენეჯერმა დიკ ლოუმ განაცხადა, რომ 2016 წლის ზაფხულში ჯეიმი ვარდის ტრანსფერი შეთანხმებული იყო. მაგრამ, ბოლო მომენტში ინგლისელმა ფორვარდმა ლონდონში გადაბარგებაზე უარი თქვა.

„ლესტერთან“ და მასთან ყველაფერი შეთანხმებული იყო. ჯეიმი მეუღლესთან, რებეკასთან ერთად მოვიდა და ვენგერს შეხვდა. თუმცა შემდეგ უკან დაიხია, ლესტერში დაბრუნების შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ ღამით დაფიქრდებოდა. ამით მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა“,- თქვა ლოუმ.

საბოლოოდ, ვარდიმ „მეთოფეებში“ გადასვლაზე უარი თქვა და დღემდე „ლესტერ სიტის“ ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109438