ფეხბურთი

14:15 | 19.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანოს თურქეთში ისევ იწვევენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე შესაძლოა თურქეთის სუპერლიგაში ვიხილოთ. ადგილობრივი მედიის ცნობით, "დენიზლისფორი" ისევ ცდილობს ჩვენებურის გადაბირებას.

თურქული გუნდი ჯანოს იანვარშიც ეპატიჟებოდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა და ქართველი შემტევი "ანორთოსისში" გადავიდა. ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება, ანანიძეს კვიპროსულ გუნდთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და ნაკლები შანსია, რომ თემურ ქეცბაიას გუნდში დარჩეს.

სეზონის შეწყვეტამდე ჯანომ "ანორთოსისის" რიგებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111179