ფეხბურთი

23:19 | 18.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვარაუდი საფრანგეთიდან: კილიან მბაპეს სატრანსფერო ფასი 40 მილიონამდე დაიკლებს

კორონავირუსის პანდემია ფეხბურთზეც დიდ დარტყმას განახორციელებს. საფრანგეთის დეპუტატი დანიელ კონ-ბენდი ფიქრობს, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელთა ფასები საგრძნობლად დაეცემა.

მისი განცხადებით, კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. არადა, პანდემიამდე ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონ ევროს აჭარბებდა.

თუმცა, კონ-ბენდი პრობლემას ვერ ხედავს ამ ყოველივეში და მიაჩნია, რომ ფეხბურთელები ნაკლები ღირებულების მიუხედავად, მოედანზე იგივე დონეს აჩვენებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116021