კალათბურთი

17:56 | 18.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" თორნიკე შენგელიას გადაბირება სურს

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობით, „სამეფო კლუბი“ ჩვენებურით სერიოზულადაა დაინტერესებული.

„რეალი“ მზადაა „ბასკონიას“ მოთხოვნა დააკმაყოფილოს და კალათბურთელის გადასაბირებლად სოლიდური კომპენსაცია გაიღოს. ჟურნალისტ ტომი ედუარდოს ცნობით, მხარეები სერიოზულ მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ, თუმცა ოფიციალური განცხადების გაკეთება ამ ეტაპზე გამორიცხულია.

თორნიკეს ვიტორიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და სეზონში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ცხადია, მადრიდელთა პირობები გაუმჯობესებულია.

აქვე გეტყვით, რომ შენგელიას უკვე კარგა ხანია იტალიასთან და კერძოდ, „ოლიმპია მილანოსთანაც“ აკავშირებენ.

0.126383