ფეხბურთი

15:48 | 17.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ექიმის პესიმისტური პროგნოზი: "უახლოეს თვეებში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია"

მადრიდის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორმა ანტონიო ზაპატერომ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.

„ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ამ ზაფხულს მოედანზე დაბრუნება. ტესტი გამოსავალი არაა, ვირუსი ვითარდება უსიმპტომოდაც და რადგან მინდორზე დისტანციის დაცვა, შენარჩუნება შეუძლებელია, უახლოეს თვეებში ფეხბურთის თამაში დაუშვებელია. ჩემი აზრით, შეუძლებელიც“, - აღნიშნა ზაპატერომ.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში საფეხბურთო სეზონი ბელარუსის გარდა ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112441