ფეხბურთი

2:26 | 17.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი: "ან შიმშილით უნდა დავიხოცოთ, ან ეპიდემიით"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად „კატანიას“ მთავარი მწვრთნელი კრისტიანო ლუკარელი ქვედა ლიგებში ხელფასების შემცირების წინააღმდეგია. ლუკარელის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება მოუწევთ: შიმშილით ან ეპიდემიით გარდაცვალებას შორის.

„არ შეგვიძლია ვიფიქროთ თვეების განმავლობაში უსაქმოდ დარჩენაზე, რადგან დღეს შეიძლება ვირუსის გართულებები გვქონდეს, მაგრამ თუ თითოეული ჩვენგანი არ იმუშავებს და თანხას არ გამოიმუშავებს, როგორ მოვიქცეთ? არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან დავიხოცოთ შიმშილით ან დავდგეთ ეპიდემიით დაღუპვის რისკის ქვეშ.

ხელფასების შემცირებას სერია A-ში ვეთანხმები, მაგრამ სერია B-ში და სერია C-ში ნამდვილად დაბალი ხელფასებია. სერია C-ს მოთამაშე თვეში 1 300 ევროს გამოიმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მისთვის იგივენაირია, როგორც სერია A-ს ფეხბურთელისთვის. ყოველდღე ვარჯიშობს და იგივე ვალდებულებები აქვს. ის, რაც „იუვენტუსმა“ გააკეთა (ხელფასების არ გადახდა იქამდე, სანამ ფეხბურთი შეჩერებელია - რედ), გარკვეულწილად გამართლებულია, მაგრამ სერია B-სა და სერია C-ში ეს წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ლუკარელიმ.

შეგახსენებთ, კრისტიანო ლუკარელი სხვადასხვა დროს „ტორინოში“, „პარმაში“, „ლივორნოსა“ და „შახტარში“ წარმატებით თამაშობდა. 2004-2005 წლების სეზონში კი 24 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.119943