ფეხბურთი

23:23 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე "ბაიერნს" დაუბრუნდა

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი მიროსლავ კლოზე მიუნხენის „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

კლოზე აქამდე „რეკორდმაისტერის“ 17-წლამდე გუნდში მუშაობდა, ამიერიდან კი მთავარ გუნდში დააწინაურეს, სადაც ჰანს-დიტერ ფლიკის ასისტენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კლოზე „ბაიერნში“ 2007-2011 წლებში თამაშობდა და 98 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

0.148073